საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში 7 ივნისს, საკუთარ მოედანზე სენტ კიტსი და ნევისი მიიღო და დაამარცხა ანგარიშით 3:0.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლო გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები აშკარად ფლობდა სათამაშო უპირატესობას. მეორე ტაიმში მოედანზე გიორგი არაბიძე გამოვიდა და ახალგაზრდა ფეხბურთელმა შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა.
არაბიძემ ჯერ ლამაზი ჯარიმით, ხოლო შემდეგ კი თავისივე გამომუშავებელი თერთმეტმეტრიანით, 2 გოლი გაიტანა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა ანგარიშშიც გამოისახა. მესამე გოლი ვლადიმერ დვალიშვილმა გაიტანა.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 11 ივნისს სტუმრად მოლდოვის ნაკრებთან ჩაატარებს.
https://youtu.be/DLimsbrbxAY

