ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზურაბ კუპატაძის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ჭიათურის გედების ტბის ბინადრის შესახებ ახალი ამბავი ვრცელდება.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ტბის ბინადარს პატარა გედები პირველად ეყოლა და ისინი გამგებელმა მოინახულა.
– ჭიათურაში, გედების ტბაში მცხოვრებ გედს 4 ჭუკი ჰყავს. ჩვენი ინფორმაციით გედმა ჭუკები გუშინ გამოჩეკა. ჯერჯერობით ფრინველი ჭუკებთან ერთად ძირითად დროს საცხოვრებელში ატარებს. როგორც მომვლელი აცხადებს, ის გარეთ ძალიან იშვიათად გამოდის.
გედების ტბასთან დღეს ჭიათურის გამგებელი ზურაბ კუპატაძეც იმყოფებოდა.
გედების ტბაში მცხოვრებ გედს ჭუკები პირველად ეყოლა, რაც ნამდვილად სასიხარულო ფაქტია.