ამ დრომდე უცნობია, რა გადაწყეტილებას მიიღებს “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ზაალ უდუმაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებაზე მერის არჩევნებში კენჭისყრასთან დაკავშირებით.
ტელეკომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
– გადაწყვეტილება ჯერ არ გამომიცხადებია და არც თანხმობა მიმიცია. ეს არ არის იოლი გადასაწყვეტი, რამდენიმე დღე დამჭირდეს მოსაფიქრებლად, – აცხადებს ზაალ უდუმაშვილმა.
მისი თქმით, “კურიერის” მთავარ გამოშვებას რამდენიმე დღე არ წაიყვანს.

