მედიამ აზერბაიჯანელი კოლეგის საქართველოდან შესაძლო გატაცების ფაქტი გააპროტესტა.
ქართველმა ჟურნალისტებმა მათი კოლეგის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად პარლამენტში აქცია – პერფორმანსი გამართეს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მყოფმა ჟურნალისტებმა თავზე ტომრები ჩამოიცვეს და პლაკატები აიღეს ხელში, რითაც აზერბაიჯანელი კოლეგის საქართველოდან შესაძლო გატაცების ფაქტი გააპროტესტეს.

