ჰოლანდიელი ფეხბურთელი უესლი სნეიდერი სავარაუდოდ იტალიაში დაბრუნდება და კარიერას გენუის სამპდორიაში გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სამპდორია უკვე შეუთანხმდა სნეიდერს 2 წლიან კონტრაქტზე და ახლა ჯერი გალათასარაიზე, სადაც სნეიდერი ამჟამად თამაშობს.
სნეიდერი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იცავდა მილანის ინტერის ღირსებას, სადაც 2010 წელს მან ჩემპიონთა ლიგაც კი მოიგო, მაგრამ შემდეგ მან იტალიის დატოვება გადაწყვიტა და თურქულ გალათასარაის შეუერთდა.
სნეიდერი ამჟამად 33 წლის არის და ის კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე აპირებს ფეხბურთის თამაშს.