“უსუფაშვილი პოლიტიკაში ინაშვილისა და ბურჯანაძის ჩასაძირად დააბრუნეს”

"უსუფაშვილი პოლიტიკაში ინაშვილისა და ბურჯანაძის ჩასაძირად დააბრუნეს"– რამდენიმე თვის წინ სწორედ “ახალ თაობასთან” საუბარში ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დავით უსუფაშვილის შემოყვანას აპირებდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ იანვარში მომაწოდეს. ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირმა იმ გეგმის შესახებაც მომაწოდა ინფორმაცია, რომლითაც ყოფილი პრემიერი იმოქმედებს, – განუცხადა „ახალ თაობას“ ლადო სადღობელაშვილმა.

კითხვაზე, რატომ  აბრუნებს პოლიტიკაში ივანიშვილი უსუფაშვილს, სადღობელასვილი აცხადებს:

– იმის თქმა გამიჭირდება, თუ კონკრეტულად ვინ მისცა მას ეს დავალება. დავალებები ივანიშვილს ამერიკიდან მოსდის. აქ თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ თეთრები და შავები იქნებიან წარმოდგენილი.

შავებში შავი გაგების ხალხს ნამდვილად არ ვგულისხმობ. ივანიშვილმა პარლამენტში ბნელი და ნათელი ძალა უნდა წარმოადგინოს.

მისი აზრით, ნათელი “ოცნება” იქნება, ბნელი – ყოფილი ხელისუფლება. აქ მესამე ძალა ზედმეტია.

_ იმასაც დანამდვილებით გეტყვით, რომ უსუფაშვილი პოლიტიკურ არენაზე ყოფილმა პრემიერმა ირმა ინაშვილისა და ნინო ბურჯანაძის საპირწონედ დააბრუნა. სხვა პარტიებისგან განსხვავებით, მათ პარტიებს პარლამენტში მოხვედრის მეტი შანსი აქვთ. ივანიშვილი ცდილობს, მათ ეს შანსი მოუსპოს.

პარლამენტში ეროვნული ძალების მოხვედრის ყველას ეშინია. ამიტომაც გამოიჩეკა უსუფაშვილის პარტია, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ლადო სადღობელაშვილი.