ვენეციის კომისია – არსებობს პარლამენტში უმრავლესობის დომინირების რისკი

ვენეციის კომისია - არსებობს პარლამენტში უმრავლესობის დომინირების რისკიარსებობს რისკი იმისა, რომ პარლამენტში უმრავლესობის დომინირებას ექნება ადგილი – მომავალში გათვალისწინებული უნდა იყოს შემაკავებელი და გამაწონასწორებელი სისტემის გაძლიერების შესაძლებლობა.

ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაშია აღნიშნული.
ამ კონტექსტში ვენეციის კომისია ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედებასა და პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერებაზე ამახვილებს ყურადღებას.
– საქართველო მეტწილად ცენტრალიზებულ ქვეყნად რჩება, ერთპალატიანი პარლამენტით. საქართველოს აკლია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დიდი ხნის ტრადიცია. არსებობს რისკი იმისა, რომ პარლამენტში უმრავლესობის დომინირებას ექნება ადგილი და მომავალში გათვალისწინებული უნდა იყოს შემაკავებელი და გამაწონასწორებელი სისტემის გაძლიერების შესაძლებლობა, მაგალითად, პარლამენტის მეორე პალატის შემოღებით და პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერებით, – ნათქვამია საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის პროექტში.
კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა გახდა ცნობილი.