ბუდაპეშტის სასამართლომ საქართველოს პროკურატურას გია უდესიანის ექსტრადირებაზე უარი უთხრა.
უდესიანის უფლებადამცველის თქმით, მოსამართლემ გადაწყვეტილება უდესიანის საქმეში არსებული პოლიტიკური ინტერესის გამო მიიღო. უდესიანის საქმეში პოლიტიკურ დაინტერესებას ხედავს მისი ქართველი ადვოკატიც.
საქართველოს პროკურატურა გიორგი უდესიანის ექსტრადირებას ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ქონების ძალადობრივად დაუფლების საქმეზე წაყენებული ბრალის გამო ითხოვდა.
გავრცელებული ცნობით, ბუდაპეშტის სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება, შესაბამისად მისი ექსტრადირების საკითხიც დღის წესრიგიდან მოიხსნება.
ნიუპოსტი

