ალეკო ელისაშვილი: „რატომ ხდება, რომ რამდენიმე თვეში ერთხელ ხანძარი უჩნდებათ ბაზრობებს?“

ალეკო ელისაშვილი: „რატომ ხდება, რომ რამდენიმე თვეში ერთხელ ხანძარი უჩნდებათ ბაზრობებს?“ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით უკვე არსებობს ეჭვები. არსებული ინფორმაციით, იქ მოვაჭრე ადამიანებთან იყო შეთავაზება ტერიტორიის დატოვების.

დიდუბის გამგებელი, რომელიც ხანძრის გაჩენის ადგილზე იმყოფებოდა, კატეგორიულად გამორიცხავს მსგავს ფაქტს და იმედოვნებს, რომ გამოძიება მიზეზებს დაადგენს.ელიავას ბაზრობაზე იმყოფება საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, საეჭვოა ბოლო დროს ხანძრის გაჩენის შემთხვევები.

– ხანძარი უჩნდებათ ბაზრობებს? ეს ეჭვი კიდევ უფრო მძაფრია იმის გგამო, რომ პროკურატურამ არ გამოიძია წინა ხანძარი. ბავშვთა სამყაროს ხანძარზე დაიდო რამე დასკვანა? რომ დაედოთ კიდევ დავიჯერებდით, იმ ხალხს ამბუჩად იგდებდნენ. ნარმანიას სძინავს ალბათ, იმათ ოცნების თბილისი და დოლარებიანი თბილის ელანდებათ. თუ ვინმემ გააჩინა ეს ხანძარი უნდა დასაჯონ, ხალხი ლუკმაპურის გარეშე დარჩა. ვინმემ იცის ვინ იყო დამნაშავე ბავშვთა სამყაროს ხანძრის დროს? ამიტომ ჩნდება ეჭვი. რომელი ბაზრობაა კიდევ რიგში არავინ იცის. ესენი ძალიან ცუდად დაამთავრებენ. რამდენი ადამიანი იდგება საკრებულოს შემოსასვლელთან კომპენსაციისთვის არავინ იცის. ხალხი ამბობს, რომ სახანძრო მოვიდა და წყალი არ ჰქონდათ. ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ ძალიან დაგვიანებით დაიწყო ჩაქრობა, – განაცხადა ელისაშვილმა.