ლიონის ფორვარდი ალექსანდრ ლაკაზეტი უკვე თითქმის არსენალის ფეხბურთელია, რადგან ლიონი და არსენალი ტრანსფერზე შეთანხმდნენ და უახლოს დღეებში ლაკაზეტი ლონდონში ჩაფრინდება, სადაც არსენალთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არსენალი ლაკაზეტის ტრანსფერში 53 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდის, რაც ამ კლუბის ისტირიაში რეკორდული თანხაა. ამდენი ერთ ფეხბურთელში ლონდონელებს არასოდეს გადაუხდიათ. ლაკაზეტის შეძენა სხვა კლუბებსაც სურდათ, მაგრამ არსენალმა ყველას აჯობა.
ლაკაზეტი ალექსის სანჩესის შემცვლელად მოიაზრება, რომელიც სავარაუდოდ არსენალს დატოვებს.

