არსენალის ჩილელი ფეხბურთელი ალექსის სანჩესი არსენალს ტურნეში არ გაყვა, რაც იმის ნიშანია, რომ სანჩესი ამ გუნდში თამაშზე უარს აცხადებს. რამდენიმე კვირის წინ ალექსისმა არსენალს ხელფასის გაზრდა მოთხოვა, რაზეც უარი მიიღო, ამიტომ ჩილელმა ფორვარდმა ლონდონური გუნდიდან წასვლა მტკიცედ გადაწყვიტა.
სანჩესის შეძენა საკმაოდ ბევრ კლუბს სურს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ გუნდში გააგრძელებს ალექსისი კარიერას. ერთ-ერთი ყველაზე რეალური ვარიანტი მანჩესტერ სიტია, რომელიც თავდამსხმელის შეძენას აპირებს და შესაძლოა მათ არჩევანი სანჩესზე შეაჩერონ.

