მადრიდის რეალის ფორვარდი ალვარო მორატა მომავალ სეზონში ლონდონის ჩელსის ღირსებას დაიცავს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა თვითონ მორატამ , რომელმაც თქვა, რომ ის ძალიან ბედნიერია ამ ტრანსფერით. მორატას თქმით ჩელსიში მას უამრავი თავგადასავალი ელის წინ და ის მოუთმენლად ელის იმ მომენტს, როდესაც ჩელსისთან ერთად მოედანზე გავა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანხა გადაიხადა ჩელსიმ ამ ტრანსფერში, მაგრამ ცნობილია, რომ მორატა ლონდონურ კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. უახლოეს დღეებში მორატა ლონდონში ჩავა და მისი პრეზენტაცია ოფიციალურად შედგება.

