მადრიდის რეალის ფორვარდი ალვარო მორატა თითქმის უკვე მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია. მორატამ უკვე მიაღწია შეთანხმებას მანჩესტერთან პირად კონტრაქტზე, რომლის მიხედვითაც ის ყოველწლიურად 5 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით. ახლა ჯერი გუნდებზეა, რომლებიც ჯერჯერობით ბოლომდე ვერ თანხმდებიან.
საქმე იმაშია, რომ რეალი 80 მილიონ ევროს ითხოვს, მანჩესტერ იუნაიტედი კი მხოლოდ 70 მილიონის გადახდას აპირებს. მიუხედავად ამისა, ეს ტრანსფერი სავარაუდოდ მაინ შედგება, თუმცა მანჩესტერის მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს სურს, რომ მორატა თავის გუნდში რაც შეიძლება მალე იხილოს.

