ანდრეა პირლომ იტალიური ფეხბურთი გააკრიტიკა

ანდრეა პირლომ იტალიური ფეხბურთი გააკრიტიკაიტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ანდრეა პირლომ ერთ-ერთ ინტერვიუში იტალიურ ფეხბურთზე ისაუბრა და თქვა, რომ ამჟამად იტალიური ფეხბურთი სერიოზულ კრიზისს განიცდის.

”ამჟამად იტალიაში არ ტრიალებს დიდი ფული და ეს ფეხბურთზეც უარყოფითად აისახება. ინგლისთან ჩვენი შედარება არ შეიძლება, რადგან იქ უზარმაზარი ინვესტიციებია. ვფიქრობ, დაახლოებით 10 წელი მდგომარეობა არ შეიცვლება და იტალიური ფეხბურთი კრიზისში იქნება”– განაცხადა ანდრეა პირლომ.

პირლო ამჟამად ნიუ იორკის გუნდში თამაშობს და რამდენიმე თვეში ის კარიერის დასრულებასაც აპირებს.