ქართველი მოკრივის წერილი ციხიდან
ქართველმა მოკრივე ავთანდილ ხურციძემ, მეგობარს მერაბ დვალიშვილს ციხიდან წერილი გამოუგზავნა, რომელმაც ეს უკანასკნელი თავის Facebook-გვერდზე აქვეყნებს:
– მადლობა ჩემს ყველა გულშემატკივარს, თურქეთში, უკრაინაში, ამერიკაში მყოფ გულშემატკივრებს. ბედნიერი ვარ, ამხელა სიყვარულს რომ გამოხატავთ ჩემ მიმართ. აქ მოხვედრას არასოდეს არავის და არც საკუთარ თავს ვუსურვებდი, მაგრამ მგონი, ღირდა იმის ფასად, რომ ამხელა სითბო და სიყვარული გამეგო.
ალბათ, აქ ყველაზე ბედნიერი პატიმარი ვარ. ქუთაისი – ჩემი გული და სული თქვენ გეკუთვნით. ჩემი შემყურე, ბოქსზე უკვე 100 პატიმარი ვარჯიშობს. ძალიან ბედნიერი ვარ. აქ ამდენ მკვლელსა და ნარკომანში ერთი უმწიკლო ბიჭიც ხომ უნდათ. კი გამოვეცხადე ანჩისხატივით. აბა, მშვიდობით, – წერს ხურციძე.
შეგახსენებთ, ავთანდილ ხურციძე ამერიკაში რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობის ბრალდებით არის დაკავებული. ის ამღაამდ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ხოლო კიდევ ერთი ქართველს, რომელსაც პროკურატურა იგივე ბრალდებას ედავება, შერეული ორთაბრძოლების მებრძოლ ლევან მაყაშვილს, სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა.
sporter.ge