ბახალა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ბახალა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლესმსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგანაშვილს გირაო 20.000 ლარის ოდენობით შეეფარდა. დღესვე ამავე საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა.
გიორგი გიორგანაშვილს ბრალი ბუპრენოფრინის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფლობისთვის აქვს წაყენებული.