ბარსელონა არდა ტურანს ვერ ყიდის

ბარსელონა არდა ტურანს ვერ ყიდისბარსელონას სურს რომ თავისი თურქი ნახევარმცველი არდა ტურანი გაყიდოს, მაგრამ ჯერჯერობით კატალონიელები ამის გაკეთებას ვერ ახერხებენ. ტურანმა უარი თქვა ლონდონის არსენალზე, სავარაუდოდ იმიტომ რომ ეს გუნდი მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაში არ ითამაშებს.

ბარსელონამ მილანის ინტერსაც შესთავაზა ტურანის ყიდვა და ჯერჯერობით იტალიელები ფიქრობენ დათანხმდნენ თუ არა ამ წინადადებას. არდა ტურანმა ბარსელონაში ორი სეზონი გაატარა და ის საკმაოდ ხშირად ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ გუნდის ლიდერად ის ვერ ჩამოყალიბდა. ბარსელონაში გადასვლამდე არდა მადრიდის ატლეტიკოს ღირსებას იცავდა.