ბარსელონა კვლავინდებურად დაინტერესებულია ლივერპულის ბრაზილიელი ფორვარდის კოუტინიოს შეძენით და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბარსელონას წარმომადგენლები ლივერპულში იმყოფებიან ამ საკითხთან დაკავშირებით.
კოუტინიოს ტრანსფერზე ბარსელონამ რამდენჯერმე მიიღო უარი, მაგრამ ამჯერად მათ ფასი გაზარდეს და კატალონიური გუნდი მზად არის 85 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამ თანხაზე შესაძლოა ლივერპულმა უარი არ თქვას, თუმცა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ კოუტინიო მისი გუნდის ლიდერია და ის არსად არ წავა.
თვითონ ბრაზილიელ ფეხბურთელს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

