გაზის ტარიფთან დაკავშირებით ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში „ყაზტრანსგაზის“ განაცხადება განიხილეს და “სემეკმა” შესაბამისი მონაცემი დაადგინა – ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი საშუალოდ ნახევარი თეთრით გაიზარდა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.ამ წუთებში „სოკარისა“ და „საქორ-გაზის“ განაცხადების განხილვა მიმდინარეობს. კომპანიები გაზზე ტარიფის გაზრდის და მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების კომპონენტების ხელახალ გადაანგარიშებას ითხოვენ.
გუშინ “სემეკმა” გაზის ტრანსპორტირების ტარიფი ნახევარი თეთრით გაზარდა.

