ბურაკ ოზჯივითმა ფახრიე ევჯენი ცოლად მოიყვანა

ბურაკ ოზჯივითმა ფახრიე ევჯენი ცოლად მოიყვანა32 წლის თურქი მსახიობი ბურაკ ოზჯივითი, რომელიც ქართველმა მაყურებელმა იცის სერიალიდან ”დიდებული საუკუნე”, 29 ივნისს დაქორწინდა.

მან ცოლად ასევე მსახიობი ფახრიე ევჯენი მოიყვანა.

ქორწილი სტამბოლში, საიდ ჰალიმ ფაშას სასახლეში გაიმართა.

ბურაკმა და ფახრიემ ერთ-ერთი თურქული სერიალის გადაღების დროს გაიცნეს ერთმანეთი, რომელშიც მათ ორი მთავარი როლი შეასრულეს. სიყვარული ეკრანზე მალე გადაიზარდა რეალურ ურთიერთობებში.

2016 წლის დეკემბერში მათ ნიშნობის შესახებ გამოაცხადეს, ორი დღის წინ კი ოფიციალურად დაქორწინდნენ.