ჩელსის ახალი კაპიტანი გარი კეჰილი იქნება

ჩელსის ახალი კაპიტანი გარი კეჰილი იქნებაჯონ ტერის წასვლის შემდეგ ჩელსის ახალი კაპიტანი გარი კეჰილი იქნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ანტონიო კონტემ მიიღო, რომლის თქმიდაც კეჰილი იმსახურებს იმას, რომ ჩელსის უკაპიტნოს. კონტეს აზრით, კეჰილი ზუსტად ის ფეხბურთელია, რომელიც შეძლებს თავის თანაგუნდელებს მოედანზე უხელმძღვანელოს.

გარი კეჰილი 7 წელიწადზე მეტია, რაც ჩელსის ღირსებას იცავს და ამ გუნდის მაისურით მან 239 შეხვედრა ჩაატარა და 20 გოლის გატანა შეძლო.  აღსანიშნავია, რომ ჩელსის ისევ ცენტრალური მცველი უკაპიტნებს, რადგან ჯონ ტერიც ამ პოზიციაზე თამაშობდა.