Linkin Park-ის სოლისტმა, ჩესტერ ბენინგტონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მისი უახლოესი მეგობრის, ქრის კონრელის დაბადების დღეზე, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში მოიკლა თავი. კრის კორნელს დღეს 53 წელი შეუსრულდებოდა.
ჩესტერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. მომღერალმა ლოს ანჯელესში, საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო. სუიციდის მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ ადრე ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, ბოლო დროს კი დეპრესიას ებრძოდა.
ჩესტერი მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა, მას 6 შვილი ჰყავს.
რაც შეება ქრის კორნელს, როკ ჯგუფების Soundgardenისა და AudioSlave-ის ვოკალისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჩესტერის მსგავსად, თავი ჩამოიხრჩო კორნელმაც. გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე Soundgarden-თან ერთად კონცერტი გამართა , შემდეგ კი დეტროიტის ერთერთი სასტუმროს აბაზანაში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ნიუპოსტი