ლონდონის ჩელსის ფორვარდის დიეგო კოსტას მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია. კოსტა ჩელსის მწვრთნელის ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის, ამიტომ სავარაუდოდ ის ჩელსის დატოვებს, მაგრამ უცნობია თუ სად გააგრძელებს კოსტა კარიერას.
დიეგოს რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა ჩინეთში, მაგრამ მან ამ წინადადებებზე უარი თქვა, რადგან მას ევროპაში სურს დარჩენა. ევროპული გუნდებიდან კოსტას მიმართ ყველაზე მეტ ინტერესს მილანი იჩენს, რომელიც მომავალ სეზონში ევროთასებზე არ ითამაშებს.
თვითონ კოსტა ჯერჯერობით თავის მომავალ კლუბზე კომენტარს არ აკეთებს.

