მანჩესტერ იუნაიტედი კვლავ ცდილობს, რეალის უელსელი ვინგერი გარეტ ბეილი გადაიბიროს. ბეილმა შარშანდელ სეზონში რამდენიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მან რეალის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. თვითონ ბეილმაც აღიარა, რომ რეალის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება მისთვის რთული იქნება.
მანჩესტერი ხანგრძლივი დროის მანძილზე ცდილობდა ბეილის გადაბირებას, მაგრამ ჯერჯერობით მათ ეს არ გამოსდით, თუმცა მანჩესტერი მზად არის ამ ტრანსფერში 90 მილიონი ევრო გადაიხადოს. ბეილი რეალში 2013 წელს გადავიდა, ხოლო ვარსკვლავად კი ის ტოტენჰემში ჩამოყალიბდა, სადაც რეალამდე თამაშობდა.

