ისრაელის 18 წლის მოქალაქე თრუსოს ხეობაში გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ისრაელის მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამ მეგობართან ერთად საქართველოში სამოგზაუროდ მყოფი იონათან ადლერი ხიდზე გადასვლისას მდინარე თერგში ჩავარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივ სამაშველო ჯგუფებთან ერთად, ისრაელის მხარეც მონაწილეობდა.
ერთდღიანი ძებნის შემდეგ, ახალგაზრდას ცხედარი მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან ხუთი კილომეტრის რადიუსში აღმოაჩინეს.
ავიად ფრიდმენი, რომელიც სამაშველო ჯგუფს დაღუპული ახალგაზრდას ოჯახის მოწვევით ხელმძღვანელობდა, მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ 18 წლის ადლერის ცხედრის პოვნაში დიდი წვლილი მიუძღვის ისრაელს და საქართველოს მთავრობას, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

