ჯანეტ ქერდიყოშვილი ლეონარდო დიკაპრიომ წვეულებაზე დაპატიჟა

ჯანეტ ქერდიყოშვილი ლეონარდო დიკაპრიომ წვეულებაზე დაპატიჟა„მის საქართველო 2011“ ჯანეტ ქერდიყოშვილი ამჯერად საფრანგეთში, კერძოდ სენ-ტროპეში იმყოფება.
ქართველი მოდელი 26 ივლისს, ლეონარდო დიკაპრიოს გრანდიოზულ წვეულებაზე იყო მიპატიჟებული, სადაც ულამაზესი კაბით და ოქროსფერი კლატჩით გამოცხადდა.
ამის შესახებ ინსტაგრამზე თავად ჯანეტ ქერდიყოშვილმა დაპოსტა.

როგორ მოხვდა ჰოლივუდის ვარსკვლავის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ქართველი ვარსკვლავი, უცნობია.
შეგახსენებთ, The Leonardo DiCaprio Foundation-ის გალა-საღამო სენ-ტროპეში უკვე მეოთხედ გაიმართა. სადაც ისეთი ვარსკვლავები იყვნენ სტუმრად, როგორებიც არიან ქეით უინსლეტი, მადონა, შონ პენი, ტობი მაგგუაერი.
საღამოზე მადონამ თავისი საუკეთესო ჰიტები შეასრულა. შემდეგ, სცენაზე ლენი კრავიცი ავიდა. საქველმოქმედო აუქციონის წყალობით, ფონდმა დედამიწის გადასარჩენად 30 მილიონი დოლარი მოაგროვა.

გათამაშებული პრიზებიდან ყველაზე საინტერესო ლეონარდოსთან და ქეით უინსლეტთან ვახშამი აღმოჩნდა, რომელიც ამ შემოდგომაზე ნიუ-იორკში შედგება.

რეიტინგი.გე