მილანის კოლუმბიელი ფორვარდი კარლოს ბაკა წლევანდელ ზაფხულში მილანს დატოვებს, რადგან ის გუნდის მწვრთნელის ვინჩენცო მონტელას გეგმებში არ შედის. ბაკას შეძენა მარსელის ოლიმპიკს სურს, მაგრამ მილანი ამ ტრანსფერში 25 მილიონ ევროს ითხოვს, ამდენის გადახდა კი ფრანგებს არ სურთ.
ამის გამო, მარსელო და მილანი ბაკას ტრანსფერის თაობაზე ვერ თანხმდებიან. კარლოს ბაკას ყიდვა რამდენიმე ინგლისურ გუნდსაც სურს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მან კარიერა ინგლისში გააგრძელოს.
ბაკამ სახელი სევილიაში თამაშით გაითქვა, სადაც მან თავის გუნდთან ერთად ზედიზედ ორჯერ შეძლო ევროპის ლიგის მოგება.

