ხამესით ბაიერნიც დაინტერესდა

ხამესით ბაიერნიც დაინტერესდამადრიდის რეალის კოლუმბიელი ფორვარდით ხამეს როდრიგესით, მიუნხენის ბაიერნიც დაინტერესდა. ხამესს საკმაოდ ბევრი მსურველი ჰყავს და ერთ-ერთი მათგანი მანჩესტერ იუნაიტედია, რომელიც ხამესის ტრანსფერში 80 მილიონ ევროს იხდის.

ხამესმა სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო რეალის დატოვების სურვილი გამოთქვა, ამიტომ მისი მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია. რეალი თავისი ფორვარდის დათმობას იაფად არ აპირებს და ბაიერნს ხამესის გადაბირება, მინიმუმ 60 მილიონი ევრო დაუჯდება.

ხამესი რეალის ღირსებას 2014 წლიდან იცავს.