სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასის” სარდაფში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი მუშა დაშავდა.
თვითმხილველებმა “ნიუპოსტს” აცნობეს, რომ მათი ყურადღება ძლიერმა დაკვამლიანებამ მიიქცია.არსებული ინფორმაციით, ცეცხლი თბოიზოლაციის სისტემაში გაჩენდა. სავარაუდოდ კვამლის ჩასუნთქვის შედეგად დაშავდა 3 მუშა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
როგორც“ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სარდაფში მდებარე თბოიზოლაციის სისტემას გაუჩნდა. ადგილზე მისული იყო 4 სახანძრო-სამაშველობრიგადა, რომლებმაც სამსახურის ინფორმაციით, დროული რეაგირების შედეგად მოახდინეს ცეცხლისლიკვიდაცია.