კრიშტიანო რონალდუ რეალიდან არ მიდის

კრიშტიანო რონალდუ რეალიდან არ მიდისმადრიდის რეალის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ ბოლო პერიოდში მისი რეალიდან წასვლის შესახებ აგორებულ ჭორებს უპასუხა და თქვა, რომ რეალში ბედნიერია და გუნდის დატოვებას არ აპირებს.

რონალდუს თქმით, ის გაბრაზებული იყო თავის გუნდზე და ზოგადად ესპანეთზე, მაგრამ მას გაბრაზებამ მალე გაუარა და რეალში ის თავს ბედნიერად გრძნობს. ესპანეთის პროკურატურამ რონალდუ გადსახადების დამალვაში დაადანაშაულა და 14 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

რონალდუმ ბრალდებები უარყო, თუმცა ამ თანხის გადახდას მაინც დათანხმდა.