ლადო სადღობელაშვილი: ’’მივმართავ პროკურატურას, გოგა ხაინდრავას დაკვეთით უმიზეზოდ ნუ დამიჭერთ!’’

ლადო სადღობელაშვილი: ’’მივმართავ პროკურატურას, გოგა ხაინდრავას დაკვეთით უმიზეზოდ ნუ დამიჭერთ!’’ – მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას და ვაცხადებ! – ჩემი, ლადო სადღობელაშვილის წინააღმდეგ არასდროს არ ყოფილა აღძრული სისხლის სამართლის საქმე, არ ვატარებ ცივ და ცეცხლსასროლ იარაღს, არ ვარ ნარკომანი (არ ვიჩხირავ არ ვეწევი), არ მიცხოვრია და არ ვცხოვრობ ძველბიჭური-ქუჩური ცხოვრებით, სრულ ჩემს სიცოცხლეს ვუძღვნი სამოქალაქო-პოლიტიკურ აქტივობას და ოჯახს, არ დავდივარ ღამის კლუბებში და საეჭვო თავშეყრის ადგილებში, არ ვარ ხულიგანი… ჩვეულებრივი უსამართლობასთან მებრძოლი მოქალაქე ვარ, რომელსაც არასდროს შეშინებია არც ციხის და არც სააკაშვილ-მერაბიშვილის რეჟიმის!
მოკლედ ძვირფასო შსს მოგმართავთ თუ რამე არსებობს ჩემს წინააღმდეგ თუ რამე ჩამიდენია მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან და დავამტკიცო ჩემი სიმართლე…
– ოღონდ ერთს გთხოვთ საჯაროდ, გოგა ხაინდრავას დაკვეთით უმიზეზოდ ნუ დამიჭერთ!!!
p.s. მივმართავ პროკურატურას დაინტერესდეს ხაინდრავას ჩემსადმი დაჭერის მუქარით! რა ხდება ვერ გავიგე დაბრუნდა პოლიტიკური დევნის დრო?!