ლივერპული მადრიდის ატლეტიკოს არგენტინელი ფორვარდით ანხელ კორეათი დაინტერესდა, რომელიც ერთ-ერთ პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება ესპანეთში. კორეა ჯერ მხოლოდ 22 წლის არის და ის ატლეტიკოში არგენტინული გრანდიდან რივერ პლეიტიდან გადავიდა.
კორეას ტრანსფერში ლივერპული მზად არის 30 მილიონზე მეტი გადაიხადოს, მაგრამ ჯერჯერობით ატლეტიკო თავისი ახალგაზრდა თავდამსხმელის გაყიდვას არ აპირებს. კორეას გარდა ლივერპული კიდევ რამდენიმე ფეხბურთელით არის დაინტერესებული, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული გვარები არ სახელდება.

