ლივერპული თითქმის შეუთანხმდა გერმანული ლეიპციგის ფორვარდს ნაბი კეიტას, რომელმაც ლივერპულში თამაშის სურვილი გამოთქვა. კეიტამ შარშანდელ სეზონში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მისი შეძენით ბევრი კლუბი დაინტერესდა.
ლეიპციგს თავიდან არ სურდა თავისი ერთ-ერთი ლიდერის გაშვება, მაგრამ ლივერპულმა მათ 70 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც გერმანელებმა უარი ვეღარ თქვეს. სავარაუდოდ ივლისის ბოლოს ეს ტრანსფერი ოფიციალურად შედგება, მანამდე კი კიდევ რამდენიმე დეტალის გარკვევაა დარჩენილი.

