ლუკას ლეივა ლივერპულიდან მიდის

ლუკას ლეივა ლივერპულიდან მიდისლივერპულის ვეტერანი ფეხბურთელი ბრაზილიელი ლუკას ლეივა, რომელიც ამ გუნდში 2008 წლიდან თამაშობს, ლივერპულს დატოვებს და იტალიური ლაციოს ფეხბურთელი გახდება.

ლივერპული და ლიციო უკვე შეთანხმდნენ ტრანსფერი დეტალებზე და თვითონ ლუკასმაც თანხმობა განაცხადა. ლაციო ამ ტრანსფერში 10 მილიონ ევროს გადაიხდის და ბრაზილიელი ფეხბურთელი ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ლეივას ლივერპულში დიდ პატივს სცემენ და გულშემატკივრებს ის ძალიან უყვართ, მიუხედავად იმისა, რომ ლუკასი ყოველთვის არ აჩვენებდა მაღალი კლასის თამაშს.