პსჟ-ს იტალიელმა ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ პსჟ-ს გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა იმ განცხადების გამო, რომელიც მისმა აგენტმა გააკეთა.
ვერატის აგენტმა განაცხადა, რომ მარკო პსჟ-ს ტყვეა და პარიზელები მას ბარსელონაში არ უშვებენ. ვერატიმ ეს ყველაფერი უარყო და თქვა, რომ ის ძალიან ბედნიერია პსჟ-ში და ამ გუნდისთვის ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იტალიელ ნახევარმცველს ბარსელონაში სურდა გადასვლა და ამის გამო ის პსჟ-ში დაბრუნებას არ აპირებდა, მაგრამ როგორც ჩანს ვერატიმ გადაწყვეტილება შეცვალა.
ბარსელონას ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ისინი კვლავ შეეცდებიან ვერატის გადმობირებას.

