მესუტ ოზილი არსენალში რჩება

მესუტ ოზილი არსენალში რჩებაარსენალის გერმანელი ფეხბურთელი მესუტ ოზილი არსენალიდან წასვლას აღარ აპირებს. ერთი პერიოდი აქტიურად მიდიოდა საუბრები იმის შესახებ, რომ ოზილი არსენალს დატოვებდა და კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებდა.

როგორც ჩანს მესუტის გეგმები შეიცვალა, რადგან მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ ის არსენალის ერთგულია და კიდევ რამდენიმე წელიწადი ამ გუნდის ღირსებას დაიცავს.

გარდა ამისა, ოზილმა ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერზეც ისაუბრა და თქვა, რომ ლაკაზეტი არსენალს ძალიან გააძლიერებს. ოზილის აზრით არსენალს სწორედ ლაკაზეტის მსგავსი ფორვარდი სჭირდებოდა.