მილანი ლეონარდო ბონუჩის ყიდვას შეეცდება

მილანი ლეონარდო ბონუჩის ყიდვას შეეცდებამილანი ტურინის იუვენტუსის ცენტრალური მცველი ლეონარდო ბონუჩის შეძენას შეეცდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბონუჩის წელიწადში 7 მილიონი ევრო შესთავაზეს ანაზღაურება, რაზეც ბონუჩი დათანხმდა და ახლა ჯერი გუნდებზეა.

იუვენტუსი თავის ერთ-ერთ წამყვან მცველს იოლად არ დათმობს და მასში სავარაუდოდ დიდ თანხას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, მილანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ბონუჩის შეძენა და ისინი ბოლომდე იბრძოლებენ.

მილანს ახალი ჩინელი მფლობელები ჰყავს, რომლებმაც ამ კლუბში ბევრი ფული ჩადეს და მილანს აქვს შესაძლებლობა, რომ ტრანსფერები განახორციელოს.