მილანი რენატო სანჩესის შეძენას აპირებს

მილანი რენატო სანჩესის შეძენას აპირებსმილანი ზაფხულში სერიოზულად გაძლიერდა და მილანელებმა რამდენი მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლეონარდო ბონუჩის მილანში გადასვლა, რომელიც ბევრისთვის მოულოდნელი იყო. მილანის მორიგი სამიზნე ბაიერნის ახალგაზრდა პორტუგალიელი ფეხბურთელი რენატო სანჩესია, რომელმაც შარშანდელი სეზონი ჩააგდო.

მილანის ინტერესი ბაიერნშიც დაადასტურეს, თუმცა მიუნხენელები სანჩესის გაყიდვას არ აპირებს, რადგან მათ მილანის მიერ შეთავაზებული ფული ეცოტავებათ. სატრანსფერო თანხა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ სავარაუდოდ ბაიერნი სანჩესს იაფად არ დათმობს.