შალვა ნათელაშვილმა მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტა ცოტა ხნის წინ კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილასთან, იქ სადაც გუშინ ოკუპანტებმა ახალი ხნული გაავლეს. როგორც “ნიუპოსტის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას საგანგაშოდ აფასებს და პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს.
ნათელაშვილი მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხეს ხედავს და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისაკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაფილასთან, ცენტრალურ მაგისტრალთან 500 მეტრში, ე.წ. საზღვრის მანიშნებელი ბანერი ოკუპანტებმა 2014 წელს აღმართეს, ხნული კი გუშინ გაავლეს.
ნიუპოსტი

