ნეიმარი ხუმრობის ხასიათზეა და ეიბარში გადასვლას არ გამორიცხავს

ნეიმარი ხუმრობის ხასიათზეა და ეიბარში გადასვლას არ გამორიცხავს

ბარსელონას ბრაზილიელი ვარსკვლავი ჟურნალისტს გაეხუმრა და უთხრა, რომ მან კარიერა შესაძლოა ეიბარში გააგრძელოს. ნეიმარს ხშირად უსვამენ კითხვას იმის შესახებ აპირებს თუ არა ის ბარსელონადან წასვლას და რომელიმე სხვა კლუბში გადასვლას.

როგორც ჩანს ბრაზილიელს ეს კითხვები მობეზრდა და მან ხუმრობა გადაწყვიტა. ხუმრობის გარეშე კი ნეიმარმა განაცხადა, რომ ბარსელონაში ის ძალიან ბედნიერია და უახლოეს წლებში ის არაფრის შეცვლას არ გეგმავს.

ნეიმარი ბარსელონას 2013 წელს შეუერთდა და მას შემდეგ მან ამ გუნდის მაისურით 105 გოლის გატანა შეძლო.