
ბარსელონას სუპერ ვარსკვლავი ნეიმარი სექტემბერში ესპანეთის მოქალაქე გახდება. ამრიგად ნეიმარს ორი პასპორტი ექნება, ბრაზილიური და ესპანური. ესპანეთსა და ბრაზილიას შორის არის შეთანხმება, რომ თუ ბრაზილიის მოქალაქე ესპანეთში 2 წელიწადზე მეტია რაც ცხოვრობს, მაშინ მას აქვს უფლება, რომ ესპანური პასპორტიც აიღოს.
ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ნეიმარი ბარსელონას დატოვებას არ აპირებს და პსჟ-ში არ გადადის. ბოლო პერიოდში ძალიან ხშირია საუბრები იმის შესახებ, რომ ნეიმარი კარიერას პარიზულ კლუბში გააგრძელებს და პარიზელები მის ტრანსფერში ბარსელონას 222 მილიონ ევროს გადაუხდიან.

