ნეიმარი ვარჯიშზე თანაგუნდელს ეჩხუბა

ნეიმარი ვარჯიშზე თანაგუნდელს ეჩხუბაბარსელონას ვარჯიშზე უსიამოვნო ფაქტი მოხდა. ბრაზილიელი ნეიმარი პორტუგალიელ ბარსელონას ახალწვეულს სემედოს ეჩხუბა და მათი წაკინკლავება კამერებმაც დააფიქსირეს. ინციდენტი მალე დასრულდა, თუმცა ამან კიდევ უფრო გაამძაფრა საუბრები იმის შესახებ, რომ ნეიმარი ბარსელონას დატოვებას აპირებს.

კონფლიქტი სემედოს უხეშმა თამაშმა გამოიწვია, თუმცა ამ ინციდენტის გამო ყველამ ნეიმარი გააკრიტიკა, რომელსაც მეტი თავშეკავება მართებდა. უახლოეს დღეებში ნეიმარი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ბევრი რამ ცნობილი გახდება. შეგახსენებთ, რომ ფრანგული პსჟ მზად არის, ნეიმარის ტრანსფერში 222 მილიონი ევრო გადაიხადოს.