ნეიმარის პსჟ-ში გადასვლის თაობაზე საუბრები არ წყდება

ნეიმარის პსჟ-ში გადასვლის თაობაზე საუბრები არ წყდებაბოლო დღეებში ესპანურ პრესაში ძალიან ბევრი იწერება ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე პსჟ-ში. ბარსელონამ ნეიმარს 200 მილიონზე მეტი სატრანსფერო თანხა დაადო, მაგრამ პსჟ ამ თანხის გადახდაზეც თანახმაა. საეჭვოდ იქცევა თვითონ ფეხბურთელიც, რომელიც ამ ყველაფერზე კომენტარს არ აკეთებს და ჭორებს არ უარყოფს.

ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია ამ ტრანსფერის შესახებ თითქმის არ არის, მაგრამ ესპანურ პრესაში ისიც კი დაიწერა, რომ ნეიმარმა თავისი თანაგუნდელები გააფრთხილა იმის თაობაზე, რომ მან შესაძლოა პსჟ-ში გააგრძელოს კარიერა. უახლოეს დღეებში ბევრი რამ უფრო ნათელი გახდება.