ნეიმარის სატრანსფერო ფასი 222 მილიონი ევროა

ნეიმარის სატრანსფერო ფასი 222 მილიონი ევროა

ბარსელონას ბრაზილიელი ვარსკვლავის ნეიმარის სატრანსფერო ფასი 222 მილიონი ევროა და მისი შეძენის მსურველს სწორედ ამ თანხის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ განცხადება ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა რობერტ ერნანდესმა გააკეთა, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნეიმარი არ იყიდება.

ერნანდესის აზრით, ამ თანხის გადახდას ვერცერთი კლუბი ვერ შეძლებს. გარდა ამისა, თვითონ ნეიმარი ბარსელონაში ბედნიერია და გუნდის დატოვებას არ აპირებს, რაც უკვე არაერთხელ აღნიშნა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა. ნეიმარი ბარსელონაში 2013 წელს გადავიდა და მას შემდეგ ამ გუნდის მაისურით მან 105 გოლის გატანა შეძლო.