ნინა ყიფშიძემ მსახიობობა დაიწყო

ნინა ყიფშიძემ მსახიობობა დაიწყომომღერალმა ნინა ყიფშიძემ მსახიობობა დაიწყო.
15 წლის მომღერალმა, რომელიც ფართო საზოგადოებამ მუსიკალური შოუდან “იქს ფაქტორი” გაიცნო, ახალი შეთავაზება მიიღო. მას შემდეგ, რაც ნინამ ცნობილი ქართული სერიალის “ხელოვნური სუნთქვა” საუნდტრეკი ჩაწერა, მომღერლის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ამჯერად ნინა მომღერლობას მსახიობობას შეუთავსებს და სულ მალე ერთ-ერთ სერიალში გამოჩნდება. თუმცა რა სერიალია და როდის გამოვა ის ეკრანებზე, ამის შესახებ მომღერალი არ საუბრობს.
ინფორმაცია ამის შესახებ ნინა ყიფშიძემ თავად გაავრცელა:
– მოკლედ, მეგობრებო, კარგი ამბავი მაქვს. სერიალის ქასთინგი გავიარე და დამამტკიცეს. ასე რომ, მალე ახალ ამპლუაში მიხილავთ.