,,ნიჭიერი“, რუსთავი 2-ის ნაცვლად, იმედის ეთერში გავა

,,ნიჭიერი“, რუსთავი 2-ის ნაცვლად, იმედის ეთერში გავასაერთაშორისო პროექტი “ნიჭიერი” ამიერიდან რუსთავი 2-ის ნაცვლად, იმედის ეთერში გავა. პროექტის პრომო უკვე ჩაშვებულია სატელევიზიო ბადეში.

როგორც On.ge-ის რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა განუცხადა, პროექტის ლიცენზია მათი ყოფილი მენეჯერების, გიორგი ხაბურზანიასა და დემნა ჯაფარიძის კომპანიას ეკუთვნის და არა – რუსთავი 2-ს.

საჯარო რეესტრის მიხედვით, გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე ფლობენ კომპანია ნოვა პროდაქშენს, რომელსაც, სავარაუდოდ, აქვს “ნიჭიერის” ლიცენზია.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პროექტების მენეჯერები, ვინც ამ არხზე “ნიჭიერს” ხელმძღვანელობდნენ, ტელეკომპანია იმედში რამდენიმე კვირის წინ გადავიდნენ.

ნიუპოსტი