ოზურგეთში, წარსულში ნასამართლევი გურამ ფოცხიშვილი და მისი სიძე მანქანაში ჩაცხრილეს. შავი “ჰონდა”, რომლიდანაც გასროლა მოხდა პოლიციამ ერთ-ერთ სოფელში დამწვარი იპოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, ავტომანქანა კვალის დაფარვის მიზნით, დამწვარი იყო.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე.
pia.ge