პორტუგალიელი მცველი პეპე ოფიციალურად თურქული ბეშიქთაშის ფეხბურთელია. პეპე უკვე ჩავიდა სტამბოლში, სადაც მან ბეშიქთაშთან სამ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ პეპეს მიმართ დაინტერესებას სხვა გუნდებიც იჩენდნენ, მაგრამ საბოლოოდ პორტუგალიელმა სხვა კლუბებს ბეშიქთაში ამჯობინა.
პეპემ რეალი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, რადგან სამეფო კლუბმა მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა. რეალში პეპემ 10 წელიწადი გაატარა და 13 ტიტულის მოგება შეძლო. ამჟამად პეპე 34 წლის არის და ის კიდევ რამდენიმე წელიწადი აპირებს ფეხბურთის თამაშს.

