პეტრო პოროშენკო: „ჩვენ გვყავს საერთო აგრესორი – რუსეთის ფედერაცია“

პეტრო პოროშენკო: „ჩვენ გვყავს საერთო აგრესორი - რუსეთის ფედერაცია“– ჩვენ გვყავს საერთო აგრესორი – რუსეთის ფედერაცია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხურვალეთში განაცხადა, სადაც მავთულხლართებით გავლებული საოკუპაციო ხაზი მოინახულა.

პოროშენკო დარწმუნებულია, რომ რუსეთი იძულებული იქნება, გადადგას ნაბიჯები ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის, ვინაიდან იზოლაციაშია.

– ჩვენ გვაქვს მსგავსი სიტუაცია უკრაინასა და საქართველოში. ორივე ქვეყანა ვსარგებლობთ ასოცირების შეთანხმებით ევროკავშირთან, უვიზო რეჟიმით. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი არის უიმედობა, ჰუმანიტარული კატასტროფა. რა უნდა გავაკეთოთ ამის გადასაჭრელად?

მე ვფიქრობ, პოლიტიკურ-დიპლომატიური გზა – მთელი მსოფლიოს ერთიანობა, სოლიდარობა საქართველოს და უკრიანისადმი. რუსეთი არის იზოლაციაში და ის იძულებული იქნება, რომ გადადგას ნაბიჯები ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის,- განაცხადა პოროშენკომ.