პსჟ-ში ნეიმარის ტრანსფერი სულ უფრო და უფრო რეალური ხდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნეიმარის შეძენის შესახებ პსჟ უკვე ოთხშაბათს გამოაცხადებს. გარდა ამისა ფრანგული კლუბი ნეიმარის წარსადგენად აღლუმის ჩატარებას აპირებს, რაზეც უკვე მიიღო კიდეც თანხმობა პარიზის მერიისგან.
თვითონ ნეიმარი ამჟამად ჩინეთში იმყოფება და სავარაუდოდ ის ბარსელონაში აღარ დაბრუნდება, თუმცა ოფიციალური განცხადებები ნეიმარის ტრანსფერის თაობაზე ჯერჯერობით არ გაკეთებულა. შეგახსენებთ რომ პსჟ 222 მილიონ ევროს იხდის ამ ტრანფერში და ნეიმარი ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება.

